Foto

უკრაინის პრეზიდენტი - ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა დასტაბილურდა, მაგრამ ეს ჯერ გამარჯვება არ არის

ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა დასტაბილურდა, მაგრამ ეს ჯერ გამარჯვება არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, ენერგო ობიექტებზე ახალი დარტყმები გამორიცხული არ არის.

"ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა დასტაბილურდა, მაგრამ ეს ჯერ არ არის გამარჯვება. შეიძლება იყოს ახალი ტერორისტული დარტყმები და შეიძლება იყოს ახალი შეზღუდვები ენერგიის მოხმარებაზე", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გუშინ, 13 თებერვალს ქვეყნის რამდენიმე ოლქს ელექტროენერგია არ შეუწყდებოდა.