დადასტურდა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ სტიქიის ზონიდან განაცხადა.
ჯანჯღავას თქმით, ჰათაის პროვინციაში საქართველოს ერთ მოქალაქეს ისევ ეძებენ.
"დადასტურდა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში და დანარჩენზე მუშაობს საელჩოს საკონსულო სამსახური, რა თქმა უნდა, მათაც გადაასვენებენ საქართველოში.
ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი ჰათაის პროვინციაში, რომელიც ეხება ერთ მოქალაქეს, მისი გარდაცვალება ჯერ დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს მიდის სამძებრო სამუშაოები", - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34 000-ს გადააჭარბა. მსხვერპლთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა.
დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press