"არა მოღალატეებს" - თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი პარტიის წევრები, აქტივისტები და მოქალაქეები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს აპროტესტებენ.
პარალელურად, ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.
"ასეთი აქციები გაგრძელდება, რადგან "ქართული ოცნება" დგას პუტინის რეჟიმის გვერდით, მაგრამ ქართველი ხალხი დგას უკრაინისა და ევროპის გვერდით. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მთელ მსოფლიოსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრათ, რომ ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნება" უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას გართმევთ", - უთხრა "ტვ პირველს" აქციაზე მისულმა პოლიტიკოსმა, გიორგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, 9 თებერვალს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობა რუსეთს აქვს. მმართველი გუნდის თავმჯდომარის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა მოჰყვა.
რაც შეეხება აქციებს, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ქრონოლოგია ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი, ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ.
რეგიონებში გასვლამდე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა.
ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press