„მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები, ეს მმართველი პარტიისთვის კარგია“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის სანატრელია ოპოზიციაში ლევან ხაბეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის მსგავსი ადამიანების არსებობა.
„მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები. ეს არის დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის. ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, ჩვენთვის მხოლოდ კარგია. ნებისმიერი პოლიტიკოსი და მმართველი პარტია თუ ინატრებდა, ოპოზიციაში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მერაბიშვილი, ხაბეიშვილი. ეს შესრულებულია და სასიამოვნოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press