„ეს არის ერთიანად დაგეგმილი სქემა - სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა, შემდეგ ის კონკრეტული ქმედებები და განცხადებები, რომელსაც ვისმენთ და რომელიც რეალობას არ შეესაბამება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გაწერილი სცენარის ნაწილი იყო, რომლითაც გადატრიალება და ხელისუფლების ჩამოგდება იგეგმებოდა.
„რაც ხდება სააკაშვილთან მიმართებაში და რასაც აკეთებენ, ამაში მხოლოდ სააკაშვილი არ არის ჩართული, მასში ჩართულები არიან ე.წ. ჩვენი მეგობრები. მისი შემოყვანის დღიდან დაგეგმილი იყო ქვეყანაში მოეწყოთ გადატრიალება, დაპირისპირება, რევოლუცია, ხელისუფლების ჩამოგდება, მაგრამ ეს გეგმა ჩაუფლავდათ, არაფერი არ გამოუვიდათ და დღეს, სააკაშვილი ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს, როგორმე დააღწიოს თავი ციხეს. ყველაფერი, რაც კეთდება - მისი ვითომ ჯანმრთელობის გაუარესება, არის დადგმული სცენარი, სპეკულირება. როდესაც ადამიანი არ იკვებება, მიზანმიმართულად არ იღებს შესაბამის კალორაჟს, შესაბამის საკვებს, ცხადია, დასუსტდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ადამიანს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება.
„საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს იმ აზრს, რაც ქვეყნისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ გვითქვამს. ვერ ნახავთ ვერც ერთ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს სტატუსის მონიჭება და ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, მაგრამ ეს არის სუფთა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს არის ერთიანად დაგეგმილი სქემა - სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა, შემდეგ ის კონკრეტული ქმედებები და განცხადებები, რომელსაც ვისმენთ და რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის, მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე. ერთი წამით არ გადაგვიხვევია იმ გზიდან, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია, მაგრამ როდესაც ვისმენთ ასეთ აბსურდულ განცხადებებს, არარეალურ რეზოლუციებს, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან ექნება რეაგირება და შესაბამისი პასუხები, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესს და ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press