Foto

პაპუაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ

ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას ამ რეზოლუციების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ სახის შინაარსის ჩაწერა რეზოლუციებში, როგორიც ახლა არის, თავად ევროპარლამენტის პრობლემაა, ვინაიდან ყალბი ინფორმაციების გავრცელება ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ.

"ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას ამ რეზოლუციების მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, ასეთი სახის შინაარსის ჩაწერა რეზოლუციებში თავად ევროპარლამენტის პრობლემაა, ვინაიდან ყალბი ინფორმაციების გავრცელება რეზოლუციების მეშვეობით, ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტში დარეგისტრირდა ახალი რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის შეფასებული და მისი სანქცირებაა მოთხოვნილი.