საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
საფრანგეთის საელჩოს განცახდებაში ნათქვამია, რომ ღირსების ორდენი ნინო ლომჯარიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის გადაეცემა, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ინსტიტუსთვის შეასრულა.
"დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press