Foto

ზალუჟნი - გამარჯვება ტერიტორიების გათავისუფლებას არ ნიშნავს, არამედ უკრაინის ისეთ გაძლიერებას, რომ მას რუსეთი თავს აღარასოდეს დაესხას

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნს ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან სატელეფონო საუბრი ჰქონდა.

ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ მისი ტერიტორიების გათავისუფლებას, არამედ უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც რუსეთს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ უკრაინაზე მომავალში თავდასხმა განახორციელოს.

„უკრაინის გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ მისი ტერიტორიების გათავისუფლებას, არამედ ისეთი პირობებისა და ისეთი შეიარაღებული ძალების შექმნას, რომელიც რუსებს არ მისცემს შესაძლებლობას, ჩვენს სახელმწიფოს მომავალში თავს დაესხან“, - განაცხადა ზალუჟნიმ.