გვახსოვდეს - უკრაინის ყოველი ახალი მიღწევა ნიშნავს, უფრო ცოტა დროს გამარჯვებამდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის სახელმწიფოს ლიდერმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საერთაშორისო დახმარებასა და მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა, რომ მიმდინარე წელს, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
"ბრიუსელში ვიზიტი უპრეცედენტო იყო ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ისტორიისთვის. პირველად იყო უკრაინის მიმართ ასეთი ყურადღება, პირველად იყო შეხვედრა ყველა ევროპელ ლიდერთან და საუბრების სერია. თითოეულ ლიდერთან განვიხილეთ მხოლოდ ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობებისა და მთლიანად ევროპული საზოგადოებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა ჩვენი მიზნის მიმართ, მოვემზადოთ და უკვე მიმდინარე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა, როდესაც, როგორც იქნა, რეალური მიღწევები გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური დეკლარაციები. ათწლეულების განმავლობაში უკრაინა და ევროკავშირი მიდიოდნენ ამისკენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press