უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 139 080-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 14 თებერვლის 06:00 საათისთვის ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 139 080; ტანკი - 3 286; ჯავშანტექნიკა - 6 500; საარტილერიო სისტემა - 2 299; სარაკეტო სისტემა - 466; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 234; თვითმფრინავები - 298; ვერტმფრენი - 286; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 011; საკრუიზო რაკეტები - 857; გემი/ნავი/კატარღა - 18; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 155; სპეციალური აღჭურვილობა - 218. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press