თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 31 643-მდე გაიზარდა.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროსა და სირიის მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "თეთრი ჩაფხუტები" და სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ოპოზიციის კონტროლირებად რაიონებში, მინიმუმ 5 714 ადამიანი დაღუპულის შესახებ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press