სირიის მთავრობა, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ს ცნობით, თურქეთის საზღვართან მდებარე ბაბ-ალ-სალამისა და ალ-რაეს გამშვები პუნქტები, 3 თვით გაიხსნება.
"ეს ბევრ რამეს შეცვლის. ჩვენ ამჟამად, მხოლოდ ერთ სასაზღვრო კორიდორს ვიყენებდით", - უთხრა BBC-ს გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ანტონიო გუტერეშმა.
როგორც BBC წერს, სირიის მთავრობა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დროს არსებულ სირთულეებსა და შეფრეხებებს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირებს. საერთაშორისო ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ყველა სფეროში ბაშარ ალ-ასადის მთავრობის არასწორი მართვაა.
თურქეთსა და სირიაშიი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37 000-ს აჭარბებს. დამანგრეველ სტიქიას თურქეთში 31 643, ხოლო სირიაში 5 700 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც BBC საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით წერს, თურქეთში მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, სირიაში კი, ეს რიცხვი, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press