საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მარგველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართველმა ხალხმა უკრაინელ ხალხს, რომელმაც რუსეთს საკადრისი პასუხი გასცა, მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს.
ექსპრეზიდენტის თქმით, გარდა ამისა, საზოგადოებამ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებული ნება აქვს და რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას იმსახურებს.
"დღეს უკრაინაში და ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი - უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. აუცილებელია, დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, იმ მებრძოლების მიმართ, ვინც შეაჩერა რუსული აგრესია და საკადრის პასუხს სცემს მათ.
მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებას, არამედ საქართველოს თავისუფლებასა და ღირსებას.
ჩვენ 24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი და ნება, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და საქართველო, როგორც თავისუფალი და ღირსეული ხალხის ერთობა, იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.
სწორედ ამიტომ, უკრაინის სოლიდარობისთვის გელოდებით ყველას 24 თებერვალს, 19:00 საათზე რუსთაველზე. სიმართლე გაიმარჯვებს! ერთობა გაიმარჯვებს! საქართველო გაიმარჯვებს!" - წერს მარგველაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაწყებიდან ერთი წლისთავზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press