მე ასეთი არაფერი მინახავს - სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, სიკვდილის პირას არის ნამდვილად, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ზიარების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ "სასწრაფოდ გასაშვებია".
"ვაზიარე და წამოვედი. მე ასეთი არაფერი მინახავს - სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. რაღაც ერთ ადგილს გაჩვენებთ, რომ მიხვდეთ - აი, ხელი რომ ჩავარდნილი აქვს ადამიანს, წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? ისეთი გამხდარია, განლევაა უკვე კუნთების. გავგიჟდი, ღრმული აქვს ხელზე. იწვა, ძლივს ლაპარაკობს. თვითონაც მითხრა, რომ მე ასე ცუდად არ ვყოფილვარო. მუცლის შიდა არეშიც აქვს ტკივილები დაწყებული, არ ვიცი. მოკლედ, ე.ი. სიკვდილის პირას არის ნამდვილად. შემიძლია დავიფიცო, ღვთის წინაშე ტყუილი არ მითქვამს და არც ვიტყვი არასდროს რაც არ უნდა მოხდეს, იმედი მაქვს. ტყუილს არ ვამბობ - ძალიან ცუდად არის. მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press