საქართველოს რამდენიმე რეგიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები, აქტივისტები, მოქალაქეები ამჯერად ხაშურში, ფოთსა და ლაგოდეხში შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.
შეგახსენებთ, რომ აქციების ქრონოლოგია, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 13 თებერვალს თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი, ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ.
უფრო ადრე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა.
ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press