საქართველოს საპატრიარქოში ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ ყოფილა და არც განიხილება.
"არასდროს არ დადგება ეგ საკითხი დღის წესრიგში. აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში რაღაცა მსგავსი რომ ეთქვა, ვერ მოესწრება ვერავინ ამას, პატრიარქი იქნება დიდხანს. პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. მის გადადგომას ვერ მოესწრება ვერავინ",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, ორი წლის შემდეგ პირველად, საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ის რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press