უკრაინა და მისი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რათა ტერორისტულმა სახელმწიფომ წააგოს და რაც შეიძლება სწრაფად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, ე.წ. რამშტაინის ფორმატში, ბრიუსელში გამართულ შეხვედრას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფოების მიერ კიევის მიმართ დახმარების ნაწილში, "ძირითადი ტენდენციები უცვლელი რჩება".
"კრემლი ცდილობს, მიაღწიოს, რისი მიღწევაც შეუძლია, სანამ უკრაინა და მისი პარტნიორები ძალას მოიკრებენ. ამიტომ, სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანია. სიჩქარე ყველაფერში - გადაწყვეტილების მიღებისას, გადაწყვეტილებების შესრულებისას, მიწოდებაში, წვრთნაში. სიჩქარე გადაარჩენს სიცოცხლეს, სიჩქარე აბრუნებს უსაფრთხოებას", - განაცხადა ზელენსკიმ და პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press