უკრაინის შეიარაღებული ძალების გნერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ფედერაცია ომში ცოცხალი ძალის დანაკარგის დასამალად კრემატორიუმს იყენებს.
როგორც გენშტაბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კრემატორიუმში დაღუპული სამხედროების დაწვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიაზე, ერთ-ერთ დასახლებაში ხდება.
"ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის სიმფეროპოლის ოლქის "კრასნაია ზორკას" დასახლებაში, მტერი დაღუპულთა რაოდენობის დასამალად იყენებს დაწვას. ადგილობრივი კრემატორიუმის მახლობლად, მუდმივად არის სამხედრო მანქანების რიგი, 10 ერთეულამდეა. ამ სატვირთო მანქანებით ოკუპანტებს მოჰყავთ დაღუპული რუსი ჯარისკაცები და დაქირავებულები. კრემაცია მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობს", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კრემატორიუმი სამოქალაქო პირებს მომსახურებას არ უწევს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press