ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. როგორც Sky News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის მთავრობა ახალ პაკეტს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღებს.
როგორც გამოცემა წერს, მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინის ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდამჭერ რამდენიმე განცხადებას ამზადებს.
წყაროების ცნობით, ეს განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებსა და პოტენციურად 10 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მოიცავს.
ოფიციალური პირების თქმით, აშშ უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი დიდი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, თუმცა აღნიშნულ პაკეტში არ იქნება გათვალისწინებული F-16 მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press