ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსისა და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარების მიერ ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.
ზარქუას თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კანონი უზენაესობით იმართება.
"თურმე, თუ კუბილიუსების, ფოტიგებისა და გრეგოროვების თამაშის წესით არ იმუშავებს საქართველო, მაშინ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. აი, წარმოიდგინეთ. ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსისა და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათმა, რომ საქართველო იმართება კანონის უზენაესობით", - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" გამიზნულად ცდილობს, ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობა დააზიანოს და თუ პარტია "ასეთ ქცევას განაგრძობს", შედეგად მიიღებს იმას, რომ ევროკავშირის მიმართულებით გზას ვეღარ გააგრძელებს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press