ჩვენ არ გვჭირდება დარწმუნება, რომ უკრაინა ევროპაა. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო და ყველაფრით, რაც გვექნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელ ხალხს არ აქვს სურვილი რუსეთის დაპყრობის ან დომინაციის, ისინი მხოლოდ გადარჩენისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან.
"მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა დასაპყრობად, არამედ თავის დასაცავად, არა დომინაციისთვის, არამედ გადარჩენისთვის. ის წარმოუდგენელი ფასი, რასაც უკრაინელები თავისუფლებისთვის იხდიან, ყველა ჩვენგანს უნარჩუნებს თავისუფლებას, იმიტომ, რომ უკრაინა გვიცავს ჩვენ და იცავს ჩვენს დემოკრატიას. იმიტომ, რომ თავისუფლება, რომელსაც კუთვნილად მივიჩნევთ, არასოდეს გვეძლევა საზღაურის გარეშე. მის საფასურს მამაცი ქალები და კაცები თავგანწირვით იხდიან. ჩვენ არ გვჭირდება დარწმუნება, რომ უკრაინა ევროპაა. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო და ყველაფრით, რაც გვექნება", - განაცხადა კრამონმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press