განვიხილეთ იმ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას ჩათვლით, შევთანხმდით საჭიროებებზე მორგებული დახმარების გაძლიერებაზე, რათა გავზარდოთ მათი თავდაცვისუნარიანობა და თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გადის და ეს არის ყველაზე დიდი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რაც მოწმობს იმას, რომ რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის.
"ერთი წელი გადის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან. ეს არის ყველაზე დიდი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადებოდეს მშვიდობისთვის. ამის საპირისპიროდ, რუსეთი ახორციელებს ახალ შეტევებსა და თავდასხმებს. უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. უკრაინას აქვს შესაძლებლობების ფანჯარა. ჩვენ განვიხილეთ იმ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას ჩათვლით. ჩვენ შევთანხმდით საჭიროებებზე მორგებული დახმარების გაძლიერებაზე, რათა გავზარდოთ მათი თავდაცვისუნარიანობა, მდგრადობა და თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press