Foto

ზელენსკი - ბახმუტის მიმართულებით ყველაზე მძიმე ვითარება, ეს ომი ჩვენ ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება

ბახმუტის მიმართულებით ყველაზე მძიმე ვითარება, ეს ომი ჩვენ ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხი ძლიერია და ისინი იცავენ ქვეყანას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას წინ დიდი გამოწვევა აქვს, თუმცა მას სწამს, რომ უკრაინამ ყველაზე რთული პერიოდი უკვე გაიარა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წელი გამარჯვებით დაასრულოს.

"ბახმუტის მიმართულებით არის ყველაზე მძიმე ვითარება. ასევე, ვუჰლედარის რაიონში. ეს ომი ჩვენ ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხი ძლიერია და ისინი იცავენ ქვეყანას.

მე ვიცი, რომ ჩვენ წინ ბევრი გამოწვევა და გამოცდა გველის, თუმცა მჯერა, რომ ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში... არის განცდა, რომ ახალი წელი უკრაინაში 24-ში იწყება და არა 31 დეკემბერს. ვისურვებდით, რომ ეს წელი გამარჯვების წელი ყოფილიყოს, ჩვენ ამის გვჯერა და ამისთვის ბევრს ვშრომობთ", - განაცხადა ზელენსკიმ.