საგანგებოდ მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირში მიღებულ რეზოლუციას, ჩვენმა პარტნიორებმა ღიად და მკაფიოდ გზავნილი გამოუგზავნეს საქართველოს მთავრობას რომ გააუქმონ სიკვდილით დასჯა და სადიზმი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას.
მისივე თქმით, მიღებული რეზოლუცია არის უპრეცედენტო მისი შინაარსის მიხედვით, სადაც პირდაპირ წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მძევალი, პოლიტიკური პატიმარი და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი განთავისუფლება.
"საგანგებოდ მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირში მიღებულ რეზოლუციას, ჩვენმა პარტნიორებმა ღიად და მკაფიოდ გზავნილი გამოუგზავნეს საქართველოს მთავრობას რომ გააუქმონ სიკვდილით დასჯა და სადიზმი. რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული და გადაყვანილი სამკურნალოდ, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა როცა ასეთ რეზოლუციაში შავით თეთრზე წერენ, რომ ადამიანი არის მძევალი, პოლიტიკური პატიმარი და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი განთავისუფლება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგ...
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...
სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ...
Mana press