ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, როდესაც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებია, რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუციაში ლობისტების მხრიდან საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე და მეცენატისა და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, აქედან გამომდინარე რეზოლუციას ფასი ვერ ექნება.
მან დასძინა, რომ თავის მხრივ პარტია "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია.
"ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, როდესაც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებია, რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე. ეს ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი. დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან. ვერ იქნება ღირებული, როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს", - განაცხადა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press