Foto

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს - სტოლტენბერგი

ვლადიმერ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, იარაღითა და საბრძოლო მასალებით უკრაინის სწრაფად უზრუნველყოფა უნდა გაგრძელდეს.

„უკრაინაში სასტიკი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი პუტინი არავითარ ნიშანს არ აჩვენებს, რომ მშვიდობისთვის ემზადება. პირიქით, ის ახალ შეტევებს იწყებს და მიზანში მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას იღებს.

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის სწრაფად უზრუნველყოფა იმ იარაღითა და საბრძოლო მასალებით, რომლებიც ტერიტორიების დასაბრუნებლად და გასამარჯვებლად სჭირდებათ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.