ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასიურ თავდასხმას გეგმავს.
დანილოვის თქმით, უკრაინა მზად არის, დარტყმას გაუმკლავდეს.
"ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობ, უკვე ვიცით, რა არის თავდასხმები, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 115-120 რაკეტა "მივიღეთ". ამ დღესაც გავუმკლავდებით. დიახ, რთული იქნება, უნდა მოვემზადოთ ამისთვის და მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ", - განაცხადა დანილოვმა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის თქმით, ზაფხულში, ფრონტსა და ცალკეულ მონაკვეთებზე სრულიად განსხვავებულ ვითარება იქნება.
„ახლა აქვთ ფრაზა - „ახალი მიწები“. ჯერ ერთი, ესენი არ არიან „ახლები“, არამედ ჩვენი ძველი მიწებია და არ ვაპირებთ მათ დათმობას. მეორეც, ვნახოთ, ვისი მიწა იქნება ომის შემდეგ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: რუსეთის ფედერაცია დაიშლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საფრთხეს შეუქმნის არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს", - თქვა დანილოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press