ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილი "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" აფუძნებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბაჩა შენგელიამ განაცხადა.
შენგელიას თქმით, მოძრაობის მიზანი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საპატიმროდან დროული გათავისუფლება იქნება.
"ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავებით ქვეყნის ხელისუფლებამ ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა. სრულიად ნათელია, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, ვნებს ევროინტეგრაციის პროცესს და სცდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს. დარწმუნებული ვართ, რომ დღეს, ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის. ამიტომაც, ნიკას მეგობრებმა "რა? სად? როდის?" თამაშიდან და მედიასაშუალების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, დავაფუძნოთ "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა", რომლის მთავარი მიზანი იქნება გვარამიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში", - განაცხადა ბაჩა შენგელიამ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press