Foto

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევში ჩავიდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევში ჩავიდა. როგორც კოენმა სოციალურ ქსელში დაწერა, დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

კოენი ასევე მონაწილეობას მიიღებს კიევში ისრაელის საელჩოს გახსნაში და ბუჩასა და ბაბი იარში ჩავა.

"ახლა ჩავედი კიევში. შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას... მოვედი იმის სათქმელად, რომ ისრაელი რთულ მომენტში მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს", - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.

აღსანიშნავია, რომ ეს ისრაელის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.