გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული, აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა, - ამის შესახებ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ექსპრეზიდენტის მიერ თვითდაზიანების ფაქტი გამორიცხა და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, არ აზიარებდა.
"ამ ქვეყანაში არ მინდა მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. დღეს უკვე ხელმისაწვდომია ტერმინების განმარტება და მე ვფიქრობ, ყველამ შეიძლება ჩაიხედოს და ნახოს ინტერნეტში, რას ნიშნავს ლინჩის წესით გასამართლება. ეს ნიშნავს, სასამართლო პროცესის გარეშე განაჩენის გამოტანას... ყოველ შესვლაზე სააკაშვილი უარესად და უარესად არის და რაც მე ბოლოს ვნახე ჩემი თვალით, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ყოველგვარ ფარგლებს გადაცდენილი... გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული, აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა... მე, როგორც სასულიერო პირსა და მის მოძღვარს, ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ თვითდაზიანებას აქვს ადგილი, არავითარ შემთხვევაში, არ ვაზიარებდი... თუნდაც ეს ასე იყოს, ასეთი საჯარო თვითდაზიანება, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავს და მიიყვანს აუცილებლად, ამაში უკვე ეჭვი აღარავის არ უნდა ეპარებოდეს, ასე თუ გაგრძელდა მოკვდება, მე მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ცუდი მაგალითია ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ ქვეყანამ - ხელისუფლებამ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ამ საჯარო მაგალითისგან გათავისუფლდეს რაღაცნაირად", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press