ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ნეიტრალიტეტი გაწერილია მოლდოვის კონსტიტუციაში, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლევების თანახმად, მოლდოველი ხალხის უმეტესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ასევე სახელმწიფოს მართებს მსჯელობა თუ რა უნდა მოიმოქმედოს ქვეყნის დასაცავად და საერთოდ აქვს თუ არა რესურსი მოლდოვას დამოუკიდებლად მშვიდობის უზრუნველყოფის.
„ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი არ დგას. ნეიტრალიტეტი გაწერილია მოლდოვის კონსტიტუციაში. მეტიც, თუ გავაანალიზებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ მოქალაქეების ამ არჩევანს პატივს ვცემთ.
ასევე სერიოზულად უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ ქვეყნის დასაცავად. შეგვიძლია თუ არა დამოუკიდებლად მშვიდობის უზრუნველყოფა?", - განაცხადა სანდუმ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press