Foto

ელი კოენი - ისრაელი უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ მომავალ კვირას გაეროს ფარგლებში მხარს დაუჭერს

ისრაელი უკრაინულ "მშვიდობის ფორმულას"  მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ასევე მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ისრაელი უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ გაეროს ფარგლებში მომავალ კვირას მხარს დაუჭერს “, - განაცხადა ელი კოენმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულა“ ჯერ კიდევ 2022 წელს შესთავაზა პარტნიორებს. მისი ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს რუსეთის დასჯას უკრაინაში შეჭრისთვის.