ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და უბრალოდ არ მოხდება, რომ რუსეთმა უკრაინა დაიპყროს. მეორეს მხრივ კი, უკრაინას ძალიან გაუჭირდება ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსების გაძევება.
„რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობას შეძლებს. ეს უბრალოდ არ მოხდება. ასევე, უკრაინისთვის წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის თითოეული სანტიმეტრიდან რუსების გაძევება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ეს მოითხოვს რუსული არმიის არსებითად დაშლას“, - განაცხადა მარკ მილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press