ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 ჯარისკაცი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე მიდის სახლში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, გათავისუფლებულ ტყვეებთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, მათ შორის კი 63 "აზოვსტალის" დანაყოფის მებრძოლია.
"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 ჯარისკაცი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე მიდის სახლში. გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. მათგან 94 დამცველია. მარიუპოლის, მათ შორის 63 "აზოვსტალელი" ჯარისკაცი, ახლობლები დიდხანს ელოდნენ. ბევრმა გმირმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას გუნდისა და სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის წყალობით. ყველას სახლში მოვიყვანთ", - წერს ერმაკი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press