ევროკომისიამ სანქციების ახალ პაკეტში უარი თქვა რუსეთის ბირთვულ სექტორზე ან მის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების გეგმებზე. ამის შესახებ გამოცემა Politico-ს ევროკავშირის სამმა დიპლომატმა განუცხადა.
ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავდაპირველად ევროკავშირის ქვეყნებს განუცხადა, რომ შეეცდებოდა სანქციების დაწესებას რუსეთის სამოქალაქო ბირთვული სექტორის მიმართ. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიას მოუწოდა მინიმუმ სანქციების დაწესება რუსული ბირთვული ენერგეტიკული კომპანიის Rosatom-ის წინააღმდეგ.
„სამწუხაროდ, ბირთვული სექტორი არ არის შეყვანილი ამ წინადადებაში“, - თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press