ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს არ გააჩნია მინიშნება იმისა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული სამი ობიექტი დაკავშირებულია ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამასთან.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სამი მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, კერძო კომპანიებს, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებს ეკუთვნის.
”ჯერ არ ვიცით, ზუსტად რა იყო ეს სამი ობიექტი, მაგრამ ახლა არაფერი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ისინი დაკავშირებულია ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამასთან. დაზვერვის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ ეს სამი ობიექტი, სავარაუდოდ, იყო ბურთები მიბმული კერძო კომპანიებთან, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებთან, რომლებიც სწავლობენ ამინდს ან ატარებენ სხვა სამეცნიერო კვლევებს”, - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში 5 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. პირველი ბურთი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა, აშშ-მ 5 თებერვალს ჩამოაგდო. ჩინეთმა განაცხადა, რომ ბურთი მეტეოროლოგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, შეერთებულმა შტატებმა კი თქვა, რომ ობიექტი სათვალთვალო ხელსაწყო იყო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press