რუსეთი უკრაინასა და ევროპას შორის ბერლინის კედლის აშენებას ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის სიტყვით მიმართვისას თქვა, "კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ".
"ბერლინის კედელი ჰყოფდა სხვადასხვა მსოფლმხედველობას, ფილოსოფიას, ღირებულებებს. დღეს რუსეთი ცდილობს, იგივე კედელი ააგოს უკრაინაში - კედელი ჩვენსა და ევროპას შორის... ჩნდება ლოგიკური კითხვა - რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს? - კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა, მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა; არა მაშინ, როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის პოლიტიკა, სხვა ქვეყნებისა და ხალხების განადგურების სურვილი, როდესაც ტოტალური ომის პოლიტიკაა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაა... კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას და კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press