თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38 044-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას "ანადოლუ" თურქეთის კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიწისძვრით დაზარალებული ათი პროვინციიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული, სტიქიის ზონაში კი მუშაობს 264 389-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 67 ქვეყნის 5 753 წარმომადგენელია.
სამინისტროს ინფორმაციითვე, თურქეთს მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება 101 ქვეყანამ შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაიღუპა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press