რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით შეერთებული შტატები და ნატო-ს წევრი ქვეყნები ჩართული არიან რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა ამა არ აღიარებენ.
ზახაროვას თქმით, დასავლეთი უდანაშაულო მზერით ცდილობს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ კონფლიქტის მხარე არ არის, რაც "ცინიზმისა და სიმხდალის" ნიშანია.
„სახელმწიფოები და მთლიანად ნატო-ს წევრები გულგრილები არიან იმის მიმართ, რომ სამიზნე არის საცხოვრებელი ფართები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები. მათი ჯიბის არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩუმად არიან: ისინი ძალიან იშვიათად აძლევენ თავს უფლებას რაიმე თქვან, მაგრამ მაშინაც დონორებისგან თავში ჩარტყმას იღებენ და ჩუმდებიან. ამის შემდეგაც ნატო-ს ქვეყნები უდანაშაულო მზერით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან. რაც მთავარია, გაუგებარია რატომ.
ჩართულობა მაქსიმალურია: მრავალი წლის განმავლობაში პროვოკაციული ქმედებები, ახლა კიევის რეჟიმის პირდაპირი ხელმძღვანელობა, ყველაფერი და სრული კავშირი - კორუფცია, ფული და იარაღი. მაგრამ რატომღაც, ის ჯერ კიდევ არ არის კონფლიქტის მხარე. ეს, რა თქმა უნდა, სცილდება ცინიზმსა და სიმხდალეს - აღიარონ საკუთარი მონაწილეობა იმ დანაშაულებში, რომლებიც ჩადენილია უკრაინელი სამხედროების მიერ", - განაცხადა ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press