ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აკაკი ოჩიგავა იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც სახელმწიფომ ეფექტიანად არ გამოიძია.
სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ საქართველოს 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
"მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად იცავდა.
მომჩივანი აკაკი ოჩიგავა, 2011 წლიდან 2014 წლამდე სასჯელს იხდიდა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში. იგი იყო სისტემურად არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან, რაც გამოიხატებოდა როგორც მის სასტიკად ცემაში (რის შედეგადაც მომჩივანს არა ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა), ასევე, სამარტოო საკანში მოთავსებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, მომჩივნის მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით 7 ადამიანი გასამართლდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა გამოძიების გაჭიანურებულ ვადებსა და ხარვეზებს. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მაშინ როდესაც მომჩივანმა 2012 წლის ოქტომბერში განაცხადა არასათანადო მოპყრობის შესახებ, ეროვნულ მექანიზმებს ხუთ წელზე მეტი დასჭირდა დამნაშავე პირების გამოვლენისთვის.
სასამართლოს შეფასებით, 2012-2016 წლებში საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულ უმოქმედობას, და უფრო მეტიც, მომჩივანს დაუსაბუთებლად არ ჰქონდა მსხვერპლის (დაზარალებულის) სტატუსი, რაც ხელს უშლიდა გამოძიებაში მის ჩართულობას. სასამართლოს თქმით, “justice delayed is often justice denied”.[1] დამატებით სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიებას არ გამოუკვლევია რამდენიმე ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც მომჩივანს არასათანადოდ მოეპყრნენ, აგრეთვე არ დადგენილა რამდენიმე პირი, ვის ჩართულობაზეც მომჩივანი მიუთითებდა.[2] ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვის) პროცედურული ნაწილი.[3]
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ამავე მუხლის მატერიალური ნაწილის ფარგლებშიც იმსჯელა და ამ ნაწილშიც დაადგინა დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან მე-3 მუხლის დარღვევას.[4] ამასთან ერთად, სასამართლომ მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილის დარღვევის დადგენისას ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მომჩივანმა ეროვნულ დონეზე ვერ მოახერხა მიეღო ზიანის ანაზღაურება იმ დაზიანებებისთვის, რაც მას არასათანადო მოპყრობის შედეგად მიადგა.[5] თბილისის საქალაქო სასამართლომ და ზემდგომმა ინსტანციებმა (2014-2017 წლებში), რომლებშიც მომჩივანი ეროვნულ დონეზე დავობდა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, ვერ დაადგინა მიყენებული დაზიანებების კავშირი პატიმრობაში ყოფნის პერიოდთან, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დროს სრულიად ჯანმრთელი იყო. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აკაკი ოჩიგავას ინტერესებს ზიანის ანაზღაურების მიღებასთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზეც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა", - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არ...
თბილისში, პარლამენტთან მიმინარე აქციაზე პოლიცია...
საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი 7 პ...
ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანი...
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
Mana press