ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, ეს არის სწორედ ნატო-ს გზავნილი საქართველოსთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო.
“საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ის გზავნილი გვაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო, მერე ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია და ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 1 წელია გრძელდება.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, თანამშრომლობას ისეთ პარტნიორთან როგორიც საქართველოა. ეს არის სწორედ ნატო-ს გზავნილი საქართველოსთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press