ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ხოსეპ ბორელი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ეს უკრაინის, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა ასეთ სამმხრივ ფორმატში.
„მოუთმენლად ველი იენს სტოლტენბერგთან და ხოსეპ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინისა და ევროპის დასაცავად“, - განაცხადა მან.
შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში დილით გაიმართება. ამის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენცია 12:45 საათზეა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press