უკრაინის ევროკავშირში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. უკრაინის ნატოში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენს ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ხალხი, ევროპა და თავისუფლება არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორებმა გადაწყვეტილებისა და მიწოდების საკითხებზე უნდა იჩქარონ, სწორედ სიჩქარეა ის, რაზეც დამოკიდებულია უკრაინელების სიცოცხლე.
„უკრაინის ევროკავშირში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. უკრაინის ნატოში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენს ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ხალხი, ევროპა და თავისუფლება არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი.
ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ გვჭირდება სიჩქარე, ჩვენი შეთანხმებების სიჩქარე, მიწოდების სიჩქარე, რათა გავაძლიეროთ ჩვენი გადაწყვეტილებების სიჩქარე რუსეთის პოტენციალის შეზღუდვის მიზნით. სიჩქარეს ალტერნატივა არ აქვს, რადგან ეს არის სიჩქარე, რაზეც სიცოცხლეა დამოკიდებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press