Foto

უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 142 270-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 142 270-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 18 თებერვლის 06:00 საათისთვის ასეთია:

ჯარისკაცი - დაახლოებით 142 270;
​ტანკი -3 303;
ჯავშანტექნიკა - 6 533;
საარტილერიო სისტემა - 2 326;
სარაკეტო სისტემა - 469;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 243;
თვითმფრინავები - 298;
ვერტმფრენი - 287;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 016;
საკრუიზო რაკეტები - 871;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 196;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
​ სპეციალური აღჭურვილობა - 223.