Foto

ანჯეი დუდა - ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებს თავი დაიცვას

დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, დემოკრატიული ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, დაეცემა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დაიპყრობს უკრაინას, ის მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება და მსოფლიოში მშვიდობაში ვეღარ იქნება, აქედან გამომდინარე, პარტნიორებმა მთელი ძალით უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას.

"ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებს თავი დაიცვას. დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, დემოკრატიული ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, დაეცემა. მათ დაამარცხებს და დაიპყრობს რუსეთი, და არ იქნება მშვიდობა მსოფლიოში, რადგან ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ჩვენ მთელი ძალით უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას", - განაცხადა დუდამ.