პოლონეთში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება, - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენი ვარშავაში პრეზიდენტ ანჯეი დუდას და რეგიონის სხვა ლიდერებს შეხვდება.
მან დასძინა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მადლობელია პოლონეთის პრეზიდენტის და პოლონელი ხალხის, რადგან მათ 3.8 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის დასახმარებლად გასცეს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს ეწვევა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press