Foto

ზელენსკი - უკრაინა ფრონტზე ვითარების ნორმალიზებას ახდენს და დაგეგმილი მოქმედებებისთვის ემზადება

უკრაინა ფრონტზე ვითარების ნორმალიზებას ახდენს და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მოქმედებებისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, გაიმართა ახალი გაფართოებული ფორმატით უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა, რომელზეც მეთაურებმა უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

"გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ მოხსენება გააკეთა ბახმუტის ფრონტზე, გენერალმა იური სოდოლმა ისაუბრა უგლედარის ფრონტზე, დონეცკის ოპერატიულ და ტაქტიკურ ჯგუფზე. მდგომარეობა ძალიან რთულია - ჩვენ ვიბრძვით, ვანგრევთ დამპყრობლების თავდაცვას და უკიდურესად ხელშესახებ ზარალს ვაყენებთ რუსეთს. ისევ და ისევ ვიმეორებ - რაც უფრო მეტს წააგებს რუსეთი იქ, დონბასში, ბახმუტში, ვუგლედარში, მარინკაში, კრემინაში, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით“,- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.