თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 020-ს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუ" ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სტიქიის ზონაში, გარდა კაჰრამანმარაშისა და ჰათაის პროვინციისა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
მიწისძვრით დაზარალებული პროვინციებიდან ევაკუირებულია 460 900-ზე მეტი ადამიანი, დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ კი 13 მლნ-ს გადააჭარბა.
კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრებს 6 210-ზე მეტი ბიძგი მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე, 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქეც ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press