Foto

ვაშაძე - 24 თებერვალს, უკრაინამ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიწვია - სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ჩასვლაზე უარი განაცხადა

ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, კიევში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ავრცელებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა. 

"ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!",- წერს ვაშაძე.