აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. მისი ჩასვლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ბაიდენი კიევში. ქალაქი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო 360 დღის განმავლობაში. რა ძლიერი ნიშანია დიქტატორი პუტინისთვის", - დაწერა Bild-ის ჟურნალისტმა, ჯულიან რეპკემ Twitter-ზე.
ბაიდენმა კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვეოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებს - არც უკრაინელებს და არც ამერიკელებს - ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.
კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, ასევე შეზღუდულია გადაადგილება აშშ-ის საელჩოსთან და საელჩოდან ცენტრალური რკინიგზის სადგურისკენ მიმავალ გზებზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press